
ხარაგაულის #1 და ზვარეს საბავშვო ბაღებში სველი წერტილების სარეაბილიტაციოდ თანხა გზების მშენებლობის ნაშთიდან გამოიყოფა.
ხარაგაულის მერიისგან მომზადებული საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის N1122 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება, რომ გზების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი სახსრებიდან დარჩენილი ნაშთი – 39 527 ლარი საბავშვო ბაღებში საპირფარეშოების მოსაწესრიგებლად მიმართოს.
მათ შორის, ხარაგაულის N1 საბავშვო ბაღში სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის 32 000 ლარი გამოიყოფა, ხოლოს ზვარეს საბავშვო ბაღისთვის – 7 527 ლარი.
ამ საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო ხვალ, 28 ივლისს, განიხილავს.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, #1 საბავშვო ბაღში რამდენიმე ჯგუფის სველი წერტილი გარემონტდება.
რაც შეეხება ზვარეს საბავშვო ბაღს, იქ აღსაზრდელებისთვის სველი წერტილი ნორმალურ მდგომარეობაშია. ამჯერად საპირფარეშო პერსონალისთვის ბაღის შენობაში მოეწყობა.
მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას თავად სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება აგვისტოს პირველ რიცხვებში შეიძენს, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გამოაცხადებს.
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ დანარჩენი საბავშვო ბაღებისა და სასკოლო მზაობის ჯგუფებში სველი წერტილები კარგ მდგომარეობაშია. ხარაგაულში ამჟამად 19 საბავშვო ბაღი და ორი სასკოლო მზაობის ჯგუფი მოქმედებს. სექტემბრიდან საბავშვო ბაღის გედსამანიაში გახსნა იგეგმება.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.