
კორონავირუსის გამოსავლენად „პისიარ“ კვლევები ლილოს ბაზრობის გარდა, სხვა ბაზრობებზეც განხორციელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, – ბაზრობებზე ინფექციის გავრცელების მაღალია რისკია.
„ლილოს ბაზრობა არ იქნება ერთადერთი, სადაც გაფართოებული კვლევა იწარმოებს. ბაზრობებზე მაღალია მობილობა, მაღალია მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება.
ყველა ბაზრობაზე გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, დისტანცირება, სანიტარული წესები. ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოში, მიმდინარეობს „პისიარ“ კვლევები და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის კვლევები ყველა ბაზრობაზე ჩავატაროთ. ბაზრობები ინფექციის გავრცელების ყველაზე მომატებული რისკის ზონებია.
კოვიდ ინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს, ამიტომ არავითარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დამშვიდებას მივეცეთ, არ გვაქვს. არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში გამოვაცხადოთ და პანიკაში ჩავვარდეთ. კოვიდ ინფიცირებულთა ციფრები მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის 29 აგვისტო
ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა სათბობად კვლავ შეშას იყენებს.
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერის სიახლოვეს მდებარე ლაშის საჯარო სკოლა
„სტიქიის ზონაში დაგუბებული მდინარე ყარნებადან წყლის გამოდინება დაიწყო