
25-26 ივლისს ხარაგაულში, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ორგანიზებით, ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. მასში რვა გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ღომეეთის გუნდმა დაბა ხარაგაულის გუნდი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ვგეგმავდით, – ამბობს ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მირიან შარიქაძე, – გიმნაზიის ეზოში, ღია სივრცეში მოწყობილ სტადიონზე ჩემპიონატს ბევრი ადამიანი დაესწრო. რა თქმა უნდა, დისტანციას იცავდნენ. საკმაოდ კარგი თამაშები გამოვიდა და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა.
თავდაპირველად უფრო ფართომასშტაბიანი ჩემპიონატის გამართვას ვაპირებდით. თუმცა ეს ვერ მოხერხდა. გასულ წლებში ფრენბურთის ჩემპიონატი ხანდებში, მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე იმართებოდა. იმის გამო, რომ იმ ტერიტორიაზე ახლა საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, სტადიონის მოწყობა ვერ მოხერხდა“.
გამარჯვებული გუნდი თასით, სიგელითა და 100 ლარით დაჯილდოვდა. „საუკეთესო მოთამაშეს“ ტიტული გამარჯვებული გუნდის წევრმა იაკობ შავიძემ დაიმსახურა. ის სამახსოვრო სიგელითა და 50 ლარით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული გუნდი „ღომეეთი“, უკვე 15 წელია, არსებობს. გუნდის წევრები ერთ უბანში ცხოვრობენ და სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობენ. ფრენბურთის ჩემპიონატის მზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
„ამ ჩემპიონატის ინიციატორი მე ვიყავი, – ამბობს „ღომეეთის“ კაპიტანი დიმიტრი ჩიკვაიძე, – მინდოდა, სპორტული ღონისძიება შეგვეთავაზებინა ადამიანებისთვის, რომლებიც, პანდემიის გამო, ყველანაირ სანახაობას მოკლებულნი არიან. მზადება ერთი თვის წინ დავიწყეთ, სტადიონი მოვაწესრიგეთ, ვვარჯიშობდით.
რაც შეეხება, ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს, ყველა მათგანი კარგად ასპარეზობდა. თუმცა მაინც გამოვყოფდი პატარა ხარაგაულისა და საღანძილის გუნდებს. ჩვენი უბნის გუნდი, გარდა ფრენბურთისა, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატში მონაწილეობს, ასევე ჩართულნი ვართ სუმოს შეჯიბრებაშიც.
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი უახლოეს მომავალში ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს გამართავს.
„აგვისტოს დასაწყისში გვინდა ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი დავიწყოთ, – ამბობს მირიან შარიქაძე, – ვნახოთ, ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას რამდენად მოგვცემს. ქუჩის კალათბურთი უფრო მასშტაბურია. მას ბევრი გულშემატკივარი ესწრება. წელს ახალი სტადიონის აშენება ვერ ესწრება. ამიტომ შეჯიბრებებს კვლავ ტრადიციულ ადგილზე, მემორიალთან გავმართავთ“.
ლიკა ხიჯაკაძე
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან