დღეს ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლის გაშვება დაგეგმილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთისა და ბორითის თემის შემდეგ სოფლებში: ბაზალეთში, ქროლში, ღარიხევში, წიფში, უბისაში, ვაშლევში, საქასრიაში, ამაშუკეთში, ერეთაში, კვესრევსა და მაქათუბანში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოსი უფროსი ინსპექტორის, ნინო სახვაძის, თქმით, დღეს, საღამოს 10:00 საათზე სწორედ ის ადგილები შეიწამლება, რომელ სოფლებშიც მონიტორინგის შედეგად ფაროსანას დიდი რაოდენობა აღმოჩნდა.
მისივე თქმით, თერმული ნისლი იმ ჯგუფის პრეპარატია, რომელიც სასოფლო -სამეურნეო მცნარეების შეწამვლისას გამოიყენება და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა რადგან ქიმიური პრეპარატია, მას აქვს თავისი მოხმარების წესები, რომელიც ნებისმიერ დროს უნდა დაცვიცვათ.
„შეწამვლის დროს, 20 წუთის განმავლობაში, როცა თერმული ნისლი დგას ბუნებაში, უმჯობესია, მოსახლეობამ კარ-ფანჯარა დაკეტოს და სახლში იმყოფებოდნენ.
თერმული ნისლის გაშვებიდნ 20-30 წუთის შემდეგ ის განიავდება და ადამიანებს ჩვეულებრივ რიტმში შეუძლიათ საქმიანობა გააგრძელონ“, – ამბობს ნინო სახვაძე. ისე ასევე განმარტავს, რომ შეწამვლა ფუტკრისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება.
თერმულ ნისლს საღამოს საათებში გაუშვებენ და იმ მოსახლეებთან, რომელთაც საფუტკრე მეურნეობა აქვთ, აგრეგატს გამორთავენ.
შეწამვლითი სამუშაოებისას სოფელ ბაზალეთში 5 და სოფელ ბორითში 8 მანქანა იმუშავებს.
დღეს დაგეგმილი თერმული ნისლის გაშვება იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ ხარაგაულში გაწვიმდება.
ნინო სახვაძის თქმით, წამლობის ამ პერიოდში დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ახლა ფაროსანას პირველი თაობა იჩეკება და იმისთვის, რომ შემოდგომაზეც მავნებლის გავრცელება არ გვქონდეს, წამლობა აუცილებელია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რომელ სოფლებში ჩატარდება თერმული ნისლით დამუშავება ან როდის ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის და ის 24 საათით ადრე განახლდება. დაინტერესებულ პირებს შეწამვლითი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება farosana.ge-ზე შეეძლებათ.
თამარ ჩხიკვაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი