

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი მხოლოდ ერთით გაიზარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ დღეს დილით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა, დაავადების პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, სულ 1104 ადამიანს აღწევს. მათგან 912 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, 19 ახალი შემთხვევიდან 8 დადასტურებული ფაქტი ლილოს ბაზრობიდანაა, 5 შემთხვევა – გაჩიანიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია და ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ასევე დაინფიცირებულია ერთი მედიცინის მუშაკი და კიდევ 3 ადამიანი, რომელთა ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, ვერ დგინდება და მასზე სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს.
მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო დღეს სოფელი ყარაჯალა ჩაიკეტა.
კოვიდცენტრებში მოთავსებულია 214 პაციენტი.
stopcov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოყურება:
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ახალარჩეული საკრებულოების
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 30 ოქტომბერს,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება გასულ კვირაში
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ,
2025 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ