
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი ხარაგაულში ფრენბურთის ჩემპიონატს იწყებს.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ეზოში უკვე მოეწყო სტადიონი, სადაც ჩემპიონატის მონაწილეები ითამაშებენ.
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მირიან შარიქაძის თქმით, სტადიონი ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივითა და ხარჯებით გაკეთდა. ამ საქმეში ახალგაზრდებს სასულიერო გიმნაზიის ადმინისტრაცია და მოძღვარი დაეხმარა.
ტურნირში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ასაკი შეზღუდული არ არის. ჯგუფებმა რეგისტრაციის გასავლელად ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ფეისბუქის გვერდს უნდა მისწერონ. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია გუნდების რეგისტრაცია. ტურნირში რამდენიმე სოფლის გუნდიც ჩაერთვება.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს 100 ლარი გადაეცემა.
ფრენბურთის ჩემპიონატი 25-26 ივლისს გაიმართება.
მირიან შარიქაძის ინფორმაციით, ინიციატორთა კავშირი ფრენბურთის ჩემპნიონატის უფრო დიდი მასშტაბით ჩატარებას გეგმავდა, თუმცა ეპიდსიტუაციამ ამას ხელი შეუშალა.
ინიციატორთა კავშირი აგვისტოს დასაწყისში, ტრადიციულად, ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს გეგმავს. ეს ჩემპიონატი წელს მემორიალის წინ ბოლოჯერ გაიმართება და 2021 წლიდან ხარაგაულში ახალ სტადიონზე გადაინაცვლებს.
სექტემბერში დარტსისა და სუმოს მოყვარულთა ჩემპნიონატი „დევების ბაშო“ იგეგმება. ადგილობრივი მოსახლეობის ფართო ჩართულობით ორი ეკოლოგიური პროექტი განხორციელდება.
თამარ ჩხიკვაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის