
ხარაგაულში ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშესაწყობად გაიმართა სპორტული შეჯიბრი სირბილში 1,7 კმ მანძილზე. მარათონში მონაწილეობდნენ როგორც გოგონები, ასევე ვაჟები. სპორტული შეჯიბრი ჩატარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის (უფროსი მამუკა ჭიპაშვილი), გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა (უფროსი ირინე ჩხეიძე) და საგანმანათლებლო რესურსცენტრის (უფროსი დავით კიკნაძე) ორგანიზებით.
ხარაგაულის რესურსცენტის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობდა 180 ახალგაზრდა. პირველი ადგილის მფლობელები როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში, მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატში.
ღონისძიების ორგანიზატორმა მამუკა ჭიპაშვილმა ყველა მონაწილეს მიულოცა მარათონში მონაწილეობა და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.
18 წელს ზემოთ მონაწილე ვაჟებში გაიმარჯვა ლაშა ღონღაძემ ვახანიდან. ლაშა ასეთ ტურნირებში ადრეც მონაწილეობდა. მისი აზრით, შეჯიბრში საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდა.
სკოლის მოსწავლე ვაჟებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლემ მამუკა წიქარიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომავალშიც აუცილებლად ჩაერთვება ასეთ ტურნირებში და მოხარული იქნება, თუ უფრო ხშირად გაიმართება სპორტული შეჯიბრებები ხარაგაულში.
გოგონებში პირველი ადგილი დაიკავა ასევე ბორითის სკოლის მოსწავლემ ფიქრია ბარბაქაძემ, რომელიც ძალიან გახარებულია გამარჯვებით, – „უფრო დიდი მანძილი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გავირბენდი და გავიმარჯვებდი.“
ვაჟებში მეორე ადგილი დაიკავა გოჩა ჭუბაბრიამ კიცხის საჯარო სკოლიდან, ხოლო მესამე ადგილი თორნიკე წიქარიშვილმა ბორითის საჯარო სკოლიდან.
გოგონებში მეორე ადგილი დაიკავა ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლემ ციური ღონღაძემ და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლელა ხარატიშვილმა.
გამარჯვებული მონაწილეები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
თამთა გოგოლაძე
თამთა გოგოლაძე
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან