ხარაგაულის ცენტრსა და სოფლებში არის შენობები, რომლებმაც, დიდი ხანია, ფუნქცია დაკარგეს.
ისინი დასახლების იერსახესაც ამახინჯებენ და ადამიანის სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან. მოძველებული და ამორტიზებული შენობებიდან ფანჯრები და საშენი მასალა ცვივა. მათი ნაწილი კერძო საკუთრებაშია.
ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებული საბაგიროს შენობა 90 წლის ბუდუ სებისკვერაძეს ეკუთვნის.
– საბაგიროსთვის შენობა გასული საუკუნის 70-იან წლებში აიგო. საბაგიროს მგზავრები, მათ შორის გამთიშველების ქარხანაში დასაქმებულები, დაბა ხარაგაულის ცენტრიდან პატარა ხარაგაულში უნდა გადაეყვანა, – იხსნებს ბუდუ სებისკვერაძე, – ორი შენობა აშენდა და ბაგირი გაიჭიმა. მესამე შენობის აგება ვეღარ მოხერხდა. ამ საბაგიროს არც ერთი დღე არ უმუშავია.
შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა. მშენებლობის გაგრძელებისა და ხარაგაულში საბაგიროს ამოქმედებისთვის ფინანსები აღარ იყო.
1998 წლიდან, რადგან საბაგიროს ბაგირის გაწყვეტის საშიშროება რეალური იყო, ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბაგირის დემონტაჟისთვის ზრუნვა დაიწყო. მის გაწყვეტას შენობების ნგრევა და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვებოდა.
იმ პერიოდში ჭიათურაში ფიზკულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ვმუშაობდი. ხარაგაულის რაიონის მაშინდელი გამგებლის, დავით სახვაძის დავალებით, ჩემთან არქიტექტორი ავთო მესხი ჩამოვიდა და ჭიათურის ბაგირგზებთან შუამდგომლობა მთხოვა. ჭიათურაში დიდი ავტორიტეტით ვსარგებლობდი.
ავთომ მითხრა, თბილისის ბაგირგზების სამმართველო ბაგირის დემონტაჟისთვის 36 ათას დოლარს ითხოვს და ხარაგაულის ბიუჯეტს ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვსო.
მე ჭიათურაში ბაგირგზების სამმართველოს მთავარ ინჟინერთან, გურგენ მუმლაძესთან ვმეგობრობდი. წამოვიყვანე ხარაგაულში. ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია და ბაგირის ჩამოხსნაზე უარი თქვეს.
გარკვეული დროის შემდეგ ხარაგაულის თვითმმართველობა ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააფრთხილა, რომ ბაგირი ჩამოეხსნათ. ხარაგაულის გამგეობამ ისევ მე მომმართა. ჭიათურის ბაგირგზების ხელმძღვანელობა როგორღაც დავითანხმე. 2001 წელს ხარაგაულის გამგეობაში სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც ბაგირის ჩამოხსნას ხელმძღვანელობდა.
იმის გამო, რომ შუამავალი ვიყავი, ადგილობრივ ხელისუფლებას კი ბაგირის ჩამოხსნისთვის თანხა არ ჰქონდა, საბაგიროს შენობა საკუთრებაში გადმომცეს.
ოცი წლის წინ მსურდა, რომ საბაგიროს შენობაში სასტუმრო და რესტორანი მომეწყო, მაგრამ საამისო ფინანსები არ მქონდა.
რამდენიმე ბიზნესმენი მთავაზობდა, რომ შენობა მათთვის მიმეყიდა, მაგრამ ყველას უარს ვეუბნებოდი. იმედი მქონდა, რომ ფინანსებს ან დამოუკიდებლად მოვიძიებდი, ან ვინმე მეტყოდა, რომ საქმე ერთად გაგვეკეთებინა. ახლა ხანდაზმული ვარ. ამ შენობის გამოყენების სურვილი და შესაძლებლობა არც ჩემს შვილებს აქვთ.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შენობა კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში არ დაინგრევა. ისეა აშენებული, რომ ათბალიან მიწისძვრას გაუძლებს. შენობის საძირკველი არმატურებით დაქსელილია. მეც არ მომწონს, რომ ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის იერსახეს აუშნოებს, მაგრამ არ ვიცი, რა და როგორ შევცვალო“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, მათ ხარაგაულში მდებარე ყველა უსახური და უფუნქციო შენობის მესაკუთრეს წერილობით მიმართეს და შენობების მოწესრიგება მოსთხოვეს. მესაკუთრეებისგან პასუხები არ მიუღიათ.
ამ სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, იმ უსახური შენობების იერსახის მოწესრიგება, სადაც კომერციული საქმიანობა მიმდინარეობს, ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებაა.
როგორ მიხედავს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება ისეთ შენობებს, რომლებსაც მესაკუთრეები ვერ უვლიან, ჯერჯერობით, უცნობია.
არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, ასეთი შენობებია:
ლიკა ხიჯაკაძე
ფოტოებზე: საბაგიროს უფუნქციო შენობა ხარაგაულში და მისი მფლობელი ბუდუ სებისკვერაძე
ამავე თემაზე
რა ბედი ელის ფუნქციადაკარგულ და უსახურ შენობებს ხარაგაულში
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი