

დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაავადებულთა რიცხვმა 1073-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა მხოლოდ 4 ადამიანი.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, 24 ახალი შემთხვევიდან 7 შემთხვევა საქართველოში საზღვრებს გარედან შემოსულ პირებს დაუდგინდათ. მათგან 5 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 24 ახალი შემთხვევიდან 5 პაციენტი დაავადებულებთან კონტაქტში იმყოფებოდა, 10 – გარდაბნის კვლევისას გამოვლენილი შემთხვევაა. ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსით ორი დაავადებულის წყარო უცნობია.
„ჩვენი პიკური პერიოდები ყოველთვის დიდ კლასტერებთან იყო დაკავშირებული. ახლაც ასეთი სიტუაციაა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ე.წ. კლასტერი გამოიკვეთა – 4 სოფელი, 7 ათასზე მეტი მცხოვრებით. ამ სოფლების მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, შემთხვევების ასეთი მატება მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური კვლევა გაგრძელდება და თუ მოსახლეობა რეგულაციებს ზედმიწევნით შეასრულებს, სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდება.
stopcov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოყურება:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,