ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი მიმიდინარეობს.

დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში ეპიდსიტუაცია არ მშვიდდება და პირიქით, ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი იმატებს – ყოველ 24 საათში 200 ათასს აჭარბებს. ყველაზე მძიმე ვითარება აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში ფიქსირდება.

„გლობალურ ეპიდსიტუაციაში ერთადერთი პოზიტივი ის არის, რომ დაფიქსირებული ახალი შემთხვევები შედარებით მსუბუქია და ამაზე ორი ინდიკატორი მიუთითებს, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – ერთი ის, რომ კლებულობს სიკვდილიანობა და მეორე მხრივ მომატებულია გამოჯანმრთელებულთა ხვედრითი წილი. თუ ის ადრე 40-45 % იყო, დღეს 60% გახლავთ, თუმცა მთლიანობაში გლობალურად ეპიდსიტუაცია მაინც არ მშვიდდება“.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არასახარბიელო სიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში – რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში.

„შემთხვევები იმატებს აზიის ქვეყნებში, რაც ძალიან საყურადღებოა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.