

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 1049-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი და განკურნებული პაციენტების რიცხვი 903-ს აღწევს.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 10 ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. 3 შემოტანილია, ამათგან 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 2 საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა.
ორი პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია და მისი კონტაქტების მოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კოვიდცენტრებში 168 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო დღეებში შემთხვევების მატება ქვეყანაში კორონავირუსის მდგომარეობაზე ძლიერ გავლენას არ მოახდენს და სტაბილური სიტუაციის შესანარჩუნებლად რეგულაციების გათვალისწინება და შესრულება აუცილებელია.
ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის მატება შეინიშნება.
ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში covid-19-ის შედეგად გარდაცვლილია 16 ადამიანი.
დღემდე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 პაციენტი. ამათგან 28 ქართველი სამხედროა, რომელთაც კორონავირუსი ავღანეთში სამხედრო ბაზაზე დაუდასტურდათ.
21 ივლისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5534 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პაციენტია მოთავსებული.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს