სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით,  სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან  35 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად 7 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა – პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის მცენარეულ, ცხიმებს.

დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:
▪️ მაწონი ,,რანინა“ – დამზ. თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);
▪️ არაჟანი ,,რანინა“ – დამზ. თარიღი 15.06.20; ვარგ. ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“)
▪️ არაჟანი ,,მილკო“ – დამზ. თარიღი 18.06.20; ვარგ ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);
▪️ რძე ,,მალკო“ 2.5% – დამზ.თარიღი 27.06.20; ვარგ. ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“)
▪️ კარაქი ნაღების 82.5%,,რანინა“ – დამზ.თარიღი 06.05.20; ვარგ. ვადა 06.08.2020 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“);
▪️ არაჟანი ,,ქობულეთური 25%“ – დამზ.თარიღი 24.06.2020; ვარგ. ვადა 07.07.20 (მწარმ. შპს ,,მემა კომპანი“)
▪️ „ყველი ქართული“ – დამზ.თარიღი 10.06.2020; ვარგ. ვადა – 10.08.20 (მწარმეობელი ი/მ ,,სურენ კირაკოსიანი“).

უწყების ცნობით, მწარმოებელი ბიზნეოპერატორები დაჯარიმდნენ აღნიშნული დარღვევის გამო  და სურსათის პარტიების სავაჭრო ბაზრებიდან გამოთხოვა დაევალათ.

რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა. რეგულაცია ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ, აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ ამ პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. აღნიშნული რეგლამენტით დაუშვებელია, მცენარეულ ცხიმს ან სხვა ნარევ ცხიმებს შეიცავდეს რძის ნაწარმის დასახელების პროდუქტები (მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყველი და ა.შ).

წყარო