

სად შეიძლება აშენდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო – ამ საკითხზე ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები მსჯელობენ.
ამ მიზნით მათ ხარაგაულში რამდენი ადგილი დაათვალიერეს.
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, ნუგზარ ბოლქვაძის ინფორმაციით, ხარაგაულში საავადმყოფოს პრობლემის მოგვარება ორ ეტაპად განხორციელდება. „პირველ ეტაპზე, დეკემბრის ბოლომდე, უნდა მოეწყოს შენობა ისე, რომ დღეს არსებული სერვისები – გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული მომსახურება პაციენტებს გაეწიოთ გაუმჯობესებულ პირობებში. მომავალ წელს კი ხარაგაულში აშენდება ათსაწოლიანი საავადმყოფო. პირველ ეტაპზე აგებულ შენობაში განთავსდება დიაგნოსტიკური ცენტრი,“ – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე. მისივე თქმით, ახალი საავადმყოფოსთვის აუცილებელია 1, 5 ჰა ტერიტორია.
„ასეთი მოცემულობა გვაქვს, – შენობა, სადაც ამჟამად საავადმყოფო ფუნქციონირებს, იპოთეკითაა დატვირთული, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე, – ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობა კერძო მფლობელობაშია.“
საავადმყოფოსთვის მოინახულეს ჯანდაცვის ცენტრის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის, გამთიშველების ქარხნის ყოფილი შენობები. სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს გაზკანტორის ყოფილი შენობის მოპირდაპირე მხარეს მშენებარე კორპუსზე.
ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმების თქმით, უმჯობესია ისეთი ადგილი შეირჩეს, სადაც მოსახლეობა ადვილად მივა.
ზაურ ჭუმბურიძე, ქირურგი: -ჩემი აზრით, შორია გაზკანტორის შენობამდე მანძილი. ხალხს ფული არ აქვს და იქ ასვლა გაუჭირდება. საავადმყოფო ცენტრში უნდა განთავსდეს. კოლეგებიც ასე ფიქრობენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, შენობაში წყლის, გაზისა და ელენერგიის შეყვანას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. გამგებლის ინფორმაციით, საავადმყოფომდე გადაადგილებისთვის დაინიშნება მუნიციპალური ტრანსპორტი. „ხარაგაულისთვის უმთავრესი პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალურ და რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობთ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე. უკვე რეალობად იქცევა ჯანდაცვის მინისტრის, ბატონ დავით სერგეენკოს ნათქვამი. ხარაგაულის მედიცინის მუშაკებს და მოსახლეობას შევუსრულებთ დანაპირებს დეკემბრის ბოლომდე.“
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,