

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ბიოლოგიაში აბარებენ. 14 და 15 ივლისს კი საგამოცდო ცენტრები მათემატიკის გამოცდას დაეთმო.
ამ საგანში მინიმალური ზღვარი მაქსიმალური ქულის 20% იქნება, 25%-ის ნაცვლად.
აბიტურიენტი ანა კალანდაძე, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, მათემატიკის ტესტი გაადვილებული იყო. თუმცა ზოგიერთი საკითხი რთულად დასაძლევი აღმოჩნდა. „ყველაზე მეტად გეომეტრიული საკითხები გამიჭირდა. პანდემიის გამო ეს მასალა საფუძვლიანად ვერ გავიარე“, – ამბობს ანა.
ვარძიის სკოლის კურსდამთავრებულ მურად ოკრიბელაშვილს ეკონომიკის შესწავლა სურს და ამიტომ მათემატიკის გამოცდას აბარებს.
„მინიმალური გამსვლელი ქულა რომ არ ვიცოდით, ფსიქოლოგიურად ხელისშემშლელი აღმოჩნდა. უფრო მობილიზებული ხარ, როდესაც იცი, ბარიერი რამდენი ქულაა. რაც შეეხება ტესტს, საკმაოდ რთული იყო. დრო ზუსტად მეყო, გამოცდიდან 10 წუთით ადრე გამოვედი“, – ამბობს ის.
„ლოგარითმები, ტრიგონომეტრიული ფუქცია, სივრცითი ფიგურები, გეომეტრიული პროგრესია, წესიერი სამკუთხედი, – აი, ეს საკითხები შემხვდა. საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ, რადგან დრო არ მეყო და ჩემი ცოდნის მაქსიმუმი ვერ გამოვავლინე. საკითხებს რაც შეეხება, სირთულით წინა წლების ამოცანების დონისაა. თუმცა, წელს უფრო მეტად მსჯელობა იყო საჭირო და არა მხოლოდ – კონკრეტული თემის ცოდნა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, დილით მქონდა გამოცდა და პირბადის გარეშე მომიწია გამოცდის ჩაბარება“, – ამბობს მოლითის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ტალახაძე.
საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება;
ლიკა ხიჯაკაძე
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს