

დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ამ ვითარებაში გაგრძელდა, სექტემბერში სწავლის დაწყების პრობლემა არ იქნება.
თუ რა ფორმით და როგორ გაგრძელდება სწავლა ამაზე, მსჯელობის შემდეგ, გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
„ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დაკვირვების საგანია. იმედია, სწავლას განაახლებენ როგორც პირველკლასელები, ისე სხვა კლასების მოსწავლეები. ახლა მიმდინარეობს ყველა იმ სცენარის განხილვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვა ისეთ სიტუაციაში, რაც ახლა გვაქვს ან უფრო მძიმე ეპიდსიტუაციის შემთხვევაში“, – აღნიშნა გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.
მათივე თქმით, არსებულ სიტუაციას გაითვალისწინებს როგორც განათლების, ასევე ისე ჯანდაცვის სამინისტრო და მალე დაიდება სტანდარტული პროცედურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უსაფრთხოდ განახლდეს სწავლა სკოლებში.
თამარ ჩხიკვაძე
ფოტოზე – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში, 2019 წ. სექტემბერი
ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს
შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის დეკლარირებასთან
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ახალარჩეული საკრებულოების
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 30 ოქტომბერს,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება გასულ კვირაში