ქვეყანაში შექმნილი პანდემიის მიუხედავად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ისლარში ეკობანაკი კვლავ გაიმართება.
წლებია, რაც ასოციაცია მომავალი-france-ის კოორდინატორი ცისანა ჭიპაშვილი ყოველ ზაფხულს ისლარში ეკობანაკს მართავს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა. თუმცა ბანაკის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი დღე იქნება და მასში მონაწილეობის მიღება მაქსიმუმ 30 ბავშვს შეეძლება.
„აუცილებელია ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანებს ბუნების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ. ჩვენი ყოველი დაუდევარი ქცევა ასახვას ჩვენსავე ჯანმრთელობაზე ჰპოვებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოზარდებმა გაითავისონ, რომ გარემოს დაცვა აუცილებელია“, – ამბობს ცისანა ჭიპაშვილი და განმარტავს, რომ მართალია, ხარაგაული covid-19-ის გავრცელების პირობებში მწვანე ზონაა, ბანაკში რეგულაციების დაცვა აუცილებელი იქნება.
ბანაკის აქტივობები ღია სივრცეში გაიმართება. სამუშაო დღის განმავლობაში მოზარდები ათკაციან ჯგუფებად დაიყოფიან. ყველას თერმოსკრინინგი ჩაუტარდება, სახისა და პირის ნიღბები დაურიგდებათ, ბანაკის სივრცე სადეზინფექციო საშუალებებით აღიჭურვება.
ეკობანაკში სამუშაო თემა პანდემია და ვირუსებისგან გამოწვეული პრობლემები იქნება. ბანაკის მონაწილეები პირველადი დახმარების მოკლე კურსს გაივლიან და ჩაუტარდებათ ლექცია პირადი ჰიგიენის დაცვის თემაზე.
ცისანა ჭიპაშვილის თქმით, ბანაკის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა ის, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გაიმართება.
თამარ ჩხიკვაძე
ფოტოზე – ხარაგაულში გამართული ეკობანაკის მონაწილეები, 2019 წ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი