
საქართველოს ტურისტულ სექტორს პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა.
საერთაშორისო საზღვრები ტურისტებისთვის ჩაკეტილია. სწორედ ამიტომ დაიწყო ახალი კამპანია „იმოგზაურე საქართველოში“, რაც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და აქამდე უცნობი ადგილების აღმოჩენას.
ხარაგაულის კულტურული თუ ბუნების ძეგლები ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ისინი ტურისტულ რუკაზე დატანილი არ არის, ამ ძეგლებამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურა კი მოუწყობელია.
დავინტერესდით, როგორ ტურისტულ სეზონს ელოდებიან წელს ხარაგაულში.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის თანამშრომელი, ბანაკებისა და ლაშქრობების მოწყობის სპეციალისტი კახა ხიჯაკაძე აღნიშნავს, რომ „პანდემიის გამო ხალხი ქვეყნის შიგნით მოგზაურობისგანაც თავს იკავებს.“
„ქუთაისის ტურიზმის გაერთიანებასთან ერთად ვგეგმავთ ბუკლეტების დაბეჭდვასა და ახალი ბილიკების მოწყობას, – ამბობს კახა ხიჯაკაძე, – ქუთაისის ვიზიტორთა სახლში მისულ ტურისტებს ხარაგაულის მარშრუტსაც შესთავაზებენ“.
წინა წლებში ზვარეში ახალგაზრდული ბანაკები იმართებოდა, მაგრამ წელს, სავარაუდოდ, ბანაკი ვერ მოეწყობა.
კახა ხიჯაკაძის ინფორმაციით, პანდემიის გამო, შეჩერებულია ცაშეკრულას კანიონის მოწესრიგება.
„წელს არამგონია ზვარეს ბანაკები შედგეს, – ამბობს კახა ხიჯაკაძე, – ბანაკში 50-60 ახალგაზრდა ისვენებდა, მაგრამ ახლა ამდენი ადამიანის შეკრება არ შეიძლება.
ხარაგაულში ტურისტებს თერმოსკრინინგის გავლა მოუწევთ. ჩვენ შევიძინეთ თერმომეტრები. ასევე ერთ კარავში მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა იყოს.
გასულ კვირაში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში წავიყვანე ვიზიტორები, რომლებმაც ეს წესები დაიცვეს.
ვაპირებთ ხარაგაულის ღირსშესანიშნაობების შესახებ სარეკლამო რგოლის მომზადებას“.
ლიკა ხიჯაკაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის