

აბიტურიენტს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდა 7 ივლისს ჩააბარა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაავადებული აბიტურიენტის ჯანრმთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. გამოცდის დღეს მასთან მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებლებს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უკვე უტარდებათ.
“ჩემი ხარაგაულის” რედაქცია შეეცადა გაერკვია თუ რომელ საგამოცდო ქალაქში დადასტურდა ეს შემთხვევა, თუმცა დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ამის შესახებ კონფიდენციალურია.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან