

ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ხუთი ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო ერთი შემთხვევის წყარო უცნობია და მისი წარმომავლობის დასადგენად კვლევა გრძელდება.
ამ დროისთვის, stopcov.ge-ის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 973 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 846 გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში 4851 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 პაციენტია გადაყვანილი.
სხვა ქვეყნიდან გადმოყვანილ მოქალაქეებს შორის 28 ქართველი სამხედრო ჯარისკაცია, რომელთა დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
უწყების ცნობით, სამხედროების დაინფიცირების წყარო ადგილობრივი ავღანელი პერსონალია.
ჯარისკაცები საქართველოში გერმანიის საჰაერო ძალების სპეციალური რეისით გადმოიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს