დღეს, 27 სექტემბერს, 21 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან. ხარაგაულიდან აფხაზეთის ომში გმირულად იბრძოდნენ და დაიღუპნენ:

ალექსანდრე ბერაძე (1970 წ. კიცხი – 1993 წ. ხონი);
არსენ ბერაძე (1964 წ. ხიდარი – 1993 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის);
თემურ ბაბლიძე (1969 წ. ხარაგაული – დაკარგულია უგზოუკვლოდ)
კობა გელაშვილი (1972 წ. ნადაბური – 1993 წ. აგუძერა, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით);
მერაბ გელაშვილი (1960 წ. ნადაბური – 1993 წ. ახალშენი);
პაატა თაბაგარი (1971 წ. ღარიხევი – 1992 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის);
მამუკა თაბუკაშვილი (1972 წ. ღუდუმექეთი – 1993 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის);
ნოდარ თავზარაშვილი (1962 წ. თეთრაწყარო – 1993 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის);
გელა კაპანაძე (1972 წ. ღორეშა – 1993 წ. ოჩამჩირე);
გიორგი ლურსმანაშვილი (1971 წ. ჩხერი – 1993 წ. კინდღი);
თამაზ ლომიძე (1974 წ. ზვარე – 1993 წ.)
ალეკო მდინარაძე (1972 წ. კიცხი – 1993 წ. სოხუმი);
ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძე (1967 წ. სარგვეში – 1992 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის);
როინ პავლაძე (1970 წ. კიცხი – 1993 წ.)
იოსებ პაქსაშვილი (1971 წ. ვერტყვიჭალა – დაიღუპა ზუგდიდში;
სამოელ ჭყოიძე (1972 წ. ქვები – 1994 წ.);
ხვიჩა ჭყოიძე (1964 წ. ქვები – 1993 წ. შრომა, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით);
გოჩა ჩადუნელი (1974 წ. გედსამანია – 1993 წ.)

ამ გმირების სახელები, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის წინ აღმართულ ქვაზეა აღბეჭდილი, ხოლო ოქროს ასოებით ამოტვიფრულია თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე.