

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
საკრებულოს ბიუროს 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს გამგეობისა და საკრებულოს საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც გამგეობასა და საკრებულოში მომუშავე 106 შტატიდან 21 შტატი გაუქმდა და დარჩა 85 საშტატო ერთეული.
ჩამონათვალში არ შედის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საშტატო განრიგი, რადგან 2015 წლიდან სახანძრო -სამაშველო სამსახური შსს დაქვემდებარებაში გადავა.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კახა გოლუბიანის თქმით, გათავისუფლებული 21 თანამშრომელი კონკურსამდე ხელშეკრულებით დარჩება თანამდებობებზე.
ამ საკითხს საკრებულო 24 სექტემბერს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,