
2 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმად, გააუქმა 7 მოქალაქისთვის დაკისრებული 3 000 ლარიანი ჯარიმა, ჯამში 21 000 ლარი.
ამ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.
მიმდინარე წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა – თამაზ მახარაძემ, იოსებ ხაბალაშვილმა, ხვიჩა საბაშვილმა, ედუარდ ფაილევანიანმა, თამაზ ავეტისოვმა, უშანგი საბაშვილმა და მიხეილ ფიდიურმა – მიმართეს.
მათი განცხადებით, 17 აპრილს ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო.
ეს მოქალაქეები ჯარიმას უკანონოდ მიიჩნევდნენ, რადგან ერთად არ იმყოფებოდნენ, – 3 ადამიანი იდგა ცალკე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი ერთად იმყოფებოდნენ და შვიდი 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი გამოწერეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა და შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გაუქმება მოითხოვა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის