
განათლების სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 6 ივლისიდან პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი განახლდება.
საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმეტესობამ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარა და მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო.
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯებში სწავლა შეწყდა. ივნისიდან კი პროფესიული პროგრამების მხოლოდ ერთი ნაწილი განახლდა დისტანციურ რეჟიმში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ინსპექტირება გრძელდება და 6 ივლისიდან, ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის