
16 ივლისიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს ახალ საგანმანათლებლო საარჩევნო პროექტს „ახალგაზრდული ბანაკები“. 21-დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ ხუთდღიანი სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.
საპილოტე პროექტის მიზანია არჩევნების პოპულარიზაცია და მონაწილეთა ინტერესის ამაღლება საარჩევნო პროცესებისადმი. ასევე, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეობრივი უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესახებ.
ახალგაზრდული ბანაკების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატიული პრინციპები, საარჩევნო სისტემები, არჩევნების პროცედურები, არჩევნების ისტორია, საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, გამჭვირვალობის პრინციპი, ეთიკური სტანდარტები, გენდერული თანასწორობა, არჩევნების უსაფრთხოება, კრიზისების მართვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ახალგაზრდულ ბანაკებს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების გარდა გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები.
ინოვაციურ საგანმანათლებლო საარჩევნო პროგრამაში, სწავლების ფორმალურ მხარესთან ერთად, გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებაც.
„ახალგაზრდული ბანაკები“ ჩატარდება დაბა ბაკურიანში. მონაწილეთა ტრანსპორტირებას, სასტუმროში (ბანაკში) განთავსებასა და კვებას უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
პროექტის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.
კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია და 1 ივლისიდან 9 ივლისის 18.00 საათამდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე banakebi@cec.gov.ge.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის