

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის არჩევის წესს ცვლის. პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებებს ხმა 117-მა დეპუტატმა მისცა.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.
ცვლილებების თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით – 73-ის ნაცვლად 30 პარლამენტარი.
პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება გამოირიცხოს.
ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
კონსტიტიციური კანონპროექტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელს საქართველოს პრეზიდენტი მოაწერს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,