

29 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორით გაიზარდა და 926-ს მიაღწია, ხოლო 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 791-ს აღწევს.
გუშინ, 28 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის შედეგად 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა. მისი მდგომარეობა მრავლობითი თანმხლები დაავადებების გამო თავიდანვე მძიმე იყო.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, დღეს კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის ორ მძღოლს დაუდასტურდა. ორივე სხვა ქვეყნიდან შემოტანილი შემთხვევაა. მისივე განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.
stopcov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების