

მონტენეგროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ხარაგაულში გადაღებულმა ფილმმა „გვირაბი“ „საუკეთესო საერთაშორისო ფილმის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ფილმი ხარაგაულის სოფლებში – მოლითსა და ზვარეში ახალი რკინიგზის მშენებლობას ასახავს. სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში აღწერილია რკინიგზის ახალი მარშრუტის მშენებლობით გამოწვეული ეკოლოგიური და მოსახლეობის განსახლების საფრთხეები, დაპირისპირება მშენებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ დასაქმებულებს შორის.
ფილმის რეჟისორები არიან ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი.
„მონტენეგროს ფესტივალზე წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ფილმის რეჟისორი ნინო ორჯონიკიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში, – ფილმი სხვადასხვა ქვეყნებში „მოგზაურობს“ – უკვე 12 საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა.
ფილმის პრემიერა საქართველოში თბილისის საერთაშორისი კინოფესტივალზე, სავარაუდოდ, სექტემბერში შედგება.
გაზაფხულზე „გვირაბის“ პრემიერა ზვარეში უნდა გაგვემართა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, გადავდეთ. ზუსტად ვერ გეტყვით, ზვარეში როდის ჩამოვალთ, ვფიქრობთ მაშინ, როცა ხალხმრავალ შეკრებების გამართვის ნებართვას დაუშვებენ“.
„გვირაბის“ მსოფლიო პრემიერა 2019 წელს ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) შედგა.
ფილმი საქართველო-გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,