ხარაგაულში საცხობი, ხოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარაში მალე ყვავილების სათბური მოეწყობა.
ორი მცირე საწარმო ფონდი „ტასოს“ მიერ პროექტის ფარგლებში – „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური განვითარებისთვის საქართველოში“ დაფინანსდა.
პროექტის ბენეფიციარები ქალთა თვითდახმარების ჯგუფ „ნუნისის“ წევრები დალი ჭყოიძე და მარი გურგენიძე არიან.
– დღეს დილით შევიტყვე, რომ ჩემი პროექტი დაფინანსდა და ძალიან გახარებული ვარ, – ამბობს ხარაგაულში მცხოვრები დალი ჭყოიძე, – ქალთა თვითდახმარების ჯგუფის ჩამოყალიბებასა და პროექტის შექმნაში დიდი წვლილი სათემო მუშაკს, ნინო გველესიანს მიუძღვის.
თბილისში საცხობში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება მაქვს. ჩემს საცხოვრებელ სახლში გამოვძებნე ფართი, სადაც შეიძლება საცხობი მოვაწყო. მალე პროექტით გათვალისწინებული თანხა ჩამერიცხება. ღუმელი და ცომის საზელი უნდა შევიძინო.
პროდუქციის რეალიზაციისთვის ბაზარი უკვე მოძიებული მაქვს. მომხმარებელს მრავალფეროვან ცომეულს შევთავაზებ. ბიზნესის გაძლიერების შემდეგ ცალკე საცხობის აშენებას ვგეგმავ“.
ზესტაფონის სოფელ ზედა საქარაში ვარდების სათბურისთვის დაფინანსება მოიპოვა მარი გურგენიძემ. ის ქალთა თვითდახმარების ჯგუფ „ნუნისს“ მეგობრის საშუალებით დაუკავშირდა.
მარის 16 კვმ ფართობზე ჩითილების სათბური ახლაც აქვს. პროექტის ფარგლებში სათბური 200 კვმ მეტრზე მოეწყობა. მარი სათბურში შავი და თეთრი ვარდების გახარებას გეგმავს.
„თქვენი მედიაორგანიზაციის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სათემო მუშაკს ნინო გველესიანს დახმარებისა და გულისხმიერებისთვის, – ამბობს მარი გურგენიძე, – ასეთი მცირე საწარმოების გაძლიერება და განვითარება რეგიონებსა და სოფლებში ძალიან მნიშვნელოვანია“.
ფონდი „ტასოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხარაგაულის სოფელ თეთრაწყაროში სამი მცირე საწარმო უკვე ფუნქციონირებს.
ნინო კაპანაძე
ფოტო გადაღებულია 2019 წლის აპრილში და მასზე ხარაგაულში ქალთა თვითგანვითარების ჯგუფის შექმნის ამსახველი შეხვედრაა აღბეჭდილი.
ამავე თემაზე – ხარაგაულში ქალთა თვითგანვითარების ჯგუფი იქმნება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი