ხარაგაულში, სოფელ თეთრაწყაროში, ქალთა თვითდახმარების ჯგუფის ინიციატივით, სამი მცირე საწარმო ამოქმედდა. ფონდი „ტასოს“ ფინანსური მხარდაჭერით სოფელში საპნის, თაფლისა და სოკოს წარმოება პროექტის – „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური განვითარებისთვის“ – ფარგლებში დაიწყო.
ყველაფერი სათემო მუშაკის, ნინო გველესიანის აქტიურობამ განაპირობა. სოფელში ნინომ ახალგაზრდა ქალები შემოიკრიბა. ისინი პერიოდულად იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, თუ რის გაკეთებას შეძლებდნენ სოფელში. თვითდახმარების ჯგუფს „იასამანი“ უწოდეს. „იასამანის“ წევრები არიან მაგული ბერაძე, მზია პაპიძე, ნარგიზი გორგაძე, ვალენტინა ბერაძე, მარეხი გორგაძე.
თაფლის წარმოებისთვის მაგული ბერაძემ თაფლის გამოსახდელი აპარატი შეიძინა. პირველ ეტაპზე ამ შენაძენით კმაყოფილია და ამბობს, რომ საკუთარი საფუტკრე მეურნეობის გასაძლიერებლად პროექტებს სხვადასხვა ფონდებში კიდევ წარადგენს.
საპნის დამზადების იდეა თეონა ვეფხვაძეს ეკუთვნის. საპონს ეზოში, შუა ცეცხლზე, თუჯის ქვაბში ამზადებს. საყოფაცხოვრებო საპონი 5-6 საათის შემდეგ მიიღება.
„ჩემგან დამზადებულ საპონს ქსოვილიდან ყველანაირი ლაქა ამოჰყავს, – ამბობს თეონა ვეფხვაძე, – ლაბორატორიიდან უნდა მიმეღო დასკვნა, რომ საპონი არ იწვევს ალერგიას, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ხელი შემიშალა და ლაბორატორიამდე ვეღარ ჩავედი. ყველა, ვინც „იასამანის“ საპონი შეიძინა, ძალიან კმაყოფილია. საპნით ხარაგაულის მაღაზიებს ვამარაგებ, ყიდულობენ თანასოფლელებიც. ამჟამად 150 ცალი საპონიდან ნახევარი შეფუთული მაქვს, მაგრამ უტრანსპორტობის გამო სარეალიზაციოდ ვერ მიმაქვს. შესაფუთი მასალაც გამომელია. 100 გრამი საპონის ღირებულება 1,50 ლარია.
ზესტაფონიდან და თბილისიდან შემეხმიანენ, მაგრამ სანამ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არ მოიხსნება, ვერსად წავალ. სამომავლოდ კოსმეტიკური და საბავშვო საპნების დამზადებას ვგეგმავ“.
მურმან ნამგალაძემ სოკოს წარმოება დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით დაიწყო. გრანტის სახით ფონდი „ტასოდან“ 3 650 ლარის დაფინანსება მოიპოვა. შესაბამისი ტექნიკა და ტომრებში დათესილი სოკო შეიძინა. კალმახა სოკოს პირველი მოსავალი იანვრის დასაწყისში მიიღო. სოკოს რეალიზაცია ზესტაფონის ბაზარში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, უმაღლესი ხარისხის სოკოს კლიენტები მალევე გამოუჩნდნენ და პირველი მოსავალი ადვილად გაყიდა.
დღედღეზე სოკოს ახალ მოსავალს ელოდება. სოკოს თესლი ახლა ბამბასთან ერთად სიმინდის ნაქურჩსა და ჩალაზეც დათესა.
კორონავირუსის პანდემიამ გზა ხარაგაულის მაღაზიებისკენ გაუხსნა. მეზობლის, ალექსანდრე გველესიანის დახმარებით სოკო სარეალიზაციოდ ხარაგაულის ორ მაღაზიაში მიიტანა.
-ყოველთვის მქონდა განვითარების, გაძლიერებისა და სიახლის მიმართ ინტერესი, – ამბობს მურმანი ნამგალაძე, – ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივყვები და უკეთეს შედეგს მივიღებ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი