

ბიბლიოთეკები, მათ შორის ხარაგაულის ცენტრალური და 25 სასოფლო ბიბლიოთეკა, ფუნქციონირების აღსადგენად, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტულ მითითებებსა და რეკომენდაციებს ელოდება.
„დასავლეთ საქართველოში მოქმედი ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს შევხვდი, – ამბობს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკო მაჭავარიანი, – ჯერჯერობით, არც ერთი მათგანი არ გახსნილა.
თუმცა, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა, ამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ერთი თვეც კი არ იყო დახურული. ასეთი გამონაკლისიც არის.
ვფიქრობ, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან ხარაგაულში, შესაძლოა, ბიბლიოთეკა გაიხსნას.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის შემადგენლობაშია და სამ თვეზე მეტია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურულია“, – ამბობს ნიკო მაჭავარიანი.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა