

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება სექტემბრიდან ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფის, ხოლო გედსამანიაში სკოლის ბაზაზე – საბავშვო ბაღის გახსნას გეგმავს.
ამ მიზნით გაერთიანებამ ღორეშის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი 26 147 ლარზე გამოაცხადდა, ხოლო გედსამანიაში – 16 394 ლარზე.
სამშენებლო კომპანიებისგან წინადადებების მიღება 3 ივლისს დაიწყება და 6 ივლისს დასრულდება. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
ღორეშის საბავშვო ბაღის გამგის, ნინო ცინცაძის ინფორმაციით, ამ სასწავლო წლის მეორე სემესტრში ბაღში სიით 25 აღსაზრდელი ირიცხებოდა, მათგან 12 უკვე პირველკლასელი გახდა, სექტემბრიდან კი 12 ახალ აღსაზრდელს ელოდებიან.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ღორეშის შერეული ჯგუფი აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისად გაიყოფა. მეორე ჯგუფის გახსნის შემდეგ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს 2 წლის ასაკიდან მიიღებენ, ნაცვლად სამი წლისა.
გედსამანიის საბავშვო ბაღი, სავარაუდოდ, 11 აღსაზრდელისთვის გაიხსნება.
ფოტოზე: ღორეშის საბავშვო ბაღის შენობა
დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ახალარჩეული საკრებულოების
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 30 ოქტომბერს,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება გასულ კვირაში
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ,
2025 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ