

ღორეშა-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორის, ლევან ტრაპაიძის, ინფორმაციით, ამჟამად გზაზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„კორონავირუსის პანდემიის გამო ორი თვით მუშაობა შევაჩერეთ. ამის გამო, სავარაუდოდ, მშენებლობის დასრულების ვადა ამდენივე ხნით გადავადდება. ამჟამად მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ზაფხულის მშრალი ამინდების მაქსიმალურად გამოყენებას ვცდილობთ. უახლოეს დღეებში ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ. ივლისის ბოლოდან კი გზაზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყება“, – ამბობს ლევან ტრაპაიძე.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს