
ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 19 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს, ა. ი-ს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, შეუჩერა სამსახურეობრივი უფლებამოსილება და საქმის წარმოება დაიწყო.
2018 წლის 8 ივლისს, თბილისში, დადიანის გამზირზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ა.ი. თავისი ავტომობილით დაეჯახა ქ. მ-სა და ე. მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ქ. მ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ა.ი. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.
აღნიშნულ საქმეზე ორი წლის განმავლობაში ა. ი-ს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და იგი კვლავ შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებდა. ამ დროის განმავლობაში იგი დააწინაურეს.
თბილისის პროკურატურა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების მიზეზად 2018 წლის 24 ივლისს დანიშნულ კომისიურ ექსპერტიზას ასახელებს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თითქმის 2 წელი დასჭირდა საქმეზე დასრულებული დასკვნის გასაცემად.
დაზარალებული ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ბრალდებულის საქმე არ შეისწავლა. უწყებების განმარტებით, ა. ი-ს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა თბილისის პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდგომ.
თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა რეაგირება არ მოახდინეს იმ ფაქტზე, რომ ა. ი. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არ შეასრულა თავისი, როგორც მოქალაქეობრივი, ისე სამსახურეობრივი ვალდებულება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქმის გაჭიანურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კვლევის არაგონივრული დროით გახანგრძლივებაა. ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების გათვალისწინებით, აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოძიების დაბრკოლების მიზეზი გახდა ესპერტიზის დასკვნის მიღების დაგვიანება.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეფექტური მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში აშკარაა სამხარაულის ეროვნული ბიუროს არაეფექტური მუშაობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ არ მიიღო შესაბამისი ზომები და სავარაუდო დამნაშავეს საშუალება მისცა ყოფილიყო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის