![](https://chemikharagauli.com/wp-content/uploads/2020/06/mefutkre.jpg)
მეფუტკრე ლაშა გურგენიძე მიიჩნევს, რომ ამ დროისათვის მეფუტკრის მთავარი საზრუნავი ფუტკრის გამრავლება და გაძლიერებაა.
-სეზონის ბოლოა და გამოცდილი მეფუტკრე უკვე იწყებს ზამთრისთვის მზადებას, – ამბობს ლაშა გურგენიძე, – ამ პერიოდში საჭიროა დედების შეცვლა და ძირების გამრავლება. ვისაც საშუალება აქვს, ფუტკარი უნდა ამთაბაროს.
წელს აკაციის მოსავალი პრაქტიკულად არ იყო. ამან ფუტკრის მასობრივი ნაყრიანობა გამოიწვია. ბევრი მიკავშირდებოდა და რჩევას მეკითხებოდა. ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენ ვერაფერს შევცვლით.
ახლა წაბლი და ცაცხვი ყვავის. ცაცხვის აყვავების დროს მეფუტკრემ წინასწარ უნდა მოამზადოს სადედეები და დაიწყოს დედა ფუტკარის შეცვლა. თუ დედის შეცვლა ახლა ვერ მოხერხდა, შემდეგ ეს ცვლა ისეთ დროს მოხდება, რომ ფუტკრის ოჯახი გაქრება.
დედის ნაყოფიერება მისი კვერცხუჯრედების ნაყოფიერებაზეა დამოკიდებული. ფუტკარმა თუ პირობითად უნდა დადოს ათასი კვერცხი, მე ამ რესურსს დედა ფუტკარს ერთ სეზონზე ამოვაწურინებ და შემდეგ აუცილებლად ვცვლი.
დამწყები მეფუტკრეების საყურადღებოდ ვამბობ, რომ დედა ფუტკარი ყველაზე ძლიერ ოჯახში უნდა შეიცვალოს. თუ ვთქვათ ერთი სკიდან მეფუტკრემ 20 კგ თაფლი მიიღო და ამავე სკიდან ფუტკრის ნაყრიანობაც მოხდა, იმ სკაში დედა აუცილებლად შესაცვლელია. დედის შეცვლის გარეშე ფუტკრის ძირი მომავალ წელს დაღუპვისათვისაა განწირული.
ახლა მეფუტკრეები წაბლისა და ცაცხვის თაფლის მოსავალს ველოდებით.
უახლოეს ხანში მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ და რამდენი თაფლი უნდა გამოხადოს მეფუტკრემ, რა რაოდენობის უნდა დატოვოს სკაში და როგორ უმკურნალოს ფუტკარს.
დამატებითი რჩევების მისაღებად დაუკავშირდით ლაშა გურგენიძეს ტელეფონით – 593 76 97 00.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA)
ხვალ, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი
სურსათის ეროვნული სააგენტოს
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით,