ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ოპტიმიზირებულ სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტის მხრივ მძიმე მდგომარეობაა. „ფარცხნალის კორპუსში წელს ისწავლის ორი მოსწავლე, ვანის კორპუსში – ოთხი, ციცქიურში – ხუთი, თეთრაწყაროში – სავარაუდოდ – ერთი. ამის გამო მოქმედებს კლასკომპლექტი – შეერთებულია ორი კლასი. მასწავლებელი 45 წუთში ორ კლასში ატარებს გაკვეთილს. ეს ძალიან რთულია როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის. ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან. არ არის საშუალება, რომ ცალცალკე კლასები დავაფინანსოთ,“ – ამბობს დავით კიკნაძე.

მისივე თქმით, ოპტიმიზაციის შედეგად შერწყმულია ხუნევისა და გედსამანიის სკოლები. შესაძლოა, სამინისტროს გადაწყვეტილებით მოხდეს დეოპტიმიზაცია. გედსამანიაში აყველანაირი პირობაა, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი საჯარო სკოლა.