

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ააიპ „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.
„სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ააიპ-ის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით ააიპ „დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა“, – ნათქვამია მერიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა და იმედი, რომელიც წლების
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,