

– დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ერთი მხრივ დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლება არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ – მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება, რომ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ.
პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, ძნელია, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში ისევ იმატებს. ეს რამდენიმე ქვეყნის ხარჯზე ხდება, მაგრამ ზოგადად სიტუაცია არ მშვიდდება.
შემსუბუქების პირობებში მთელ რიგ ქვეყნებში ისევ მოხდა პატარ-პატარა ეპიდაფეთქებები. ჩვენ, ჯერჯერობით, ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ვაკონტროლებთ. თუმცა, ეს არ გვაძლევს გათამამების უფლებას“.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრები კიდევ გაიმართება.
„ჩვენ მოგვეცა დავალება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პირბადეების ხმარების, დისტანცირებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდთან და არჩევნების დღესთან მისადაგებული რეკომენდაციები გასცეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ საკითხებზე ვისაუბრებთ, ერთიან პოზიციას შევიმუშავებთ და შემდეგ გაგაცნობთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
13 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-17 საერთო
„ქარტიის პრიზი 2025-ის“ დაჯილდოების ღონისძიებაზე, „მედიის
ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური
13 დეკემბერს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მე-17 საერთო
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოს