
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონზე მომხმარებლების რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს, სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს.
მონიტორინგის პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ამოწმებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისობას, ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასა და კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე რეკომენდაციებს გასცემენ.
სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა იმერეთის რეგიონში ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტში.
ამათგან 11 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ხოლო სხვადასხვა დარღვევისთვის 22 პირი დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ფიქრია ჭლიკაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, შეუსაბამობები ძირითადად, ეტიკეტირების წესის დარღვევას ეხებოდა. ასეთი ფაქტები ზესტაფონში აღმოჩნდა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ აღნიშნულა.
მისივე განმარტებით, იმ მეწარმეებიდან, რომლებსაც სამეწარმეო პროცესი შეუჩერდათ, ოთხმა შეუსაბამობა უკვე აღმოფხვრა და სააგენტოს მუშაობის განახლების განცხადებით მიმართა.
მონიტორინგის პროცესში ჯარიმების რაოდენობა 100 ლარიდან იწყება. შემოწმების პროცესი გეგმიურად მიმდინარეობს და ავტომაგისტრალზე განთავსებულ საკვებ ობიექტებში, წინა წლებთან შედარებით, ვითარების გაუმჯობესება შეინიშნება.
თამარ ჩხიკვაძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის