
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი უსინათლოთა პროგრამის ამოქმედებას პირველი ივლისიდან გეგმავდა.
ამ ცენტრის დირექტორი ნიკო მაჭავარიანი ამბობდა, რომ რვათვიანი პროგრამა ექვსთვიანად გადაკეთდებოდა და სავარაუდოდ, პირველი ივლისიდან განახლდებოდა.
თუმცა, მისგან დღეს მოპოვებული ინფორმაციით, როდის შეძლებენ ხარაგაულში უსინათლოები ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის შესწავლის გაგრძელებას, უცნობია.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ნიკო მაჭავარიანი ცენტრალური ხელისუფლებისგან სამსახურების სრულად ამოქმედების შესახებ მითითებას ელოდება.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში, ხარაგაულის გარდა, უსინათლოთა პროგრამა რუსთავში, თბილისში, გორსა და ბათუმში ხორციელდება. პანდემიის გამო პროგრამა ჯერ არც ამ რეგიონებში განახლებულა.
უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასილ ლომიძე ამბობს, რომ თუ მეცადინეობები მალე არ აღდგა, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს შესწავლილი მასალა დაავიწყდებათ და ყველაფერი წყალში ჩაიყრება.
ვასილ ლომიძის ინფორმაციით, წესების დაცვით, მუშაობის განახლება ახლაც შეიძლება, – ის ათ-ათ ბენეფიციართან დისტანციის დაცვით იმუშავებს.
ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უსინათლოებისათვის ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება. ამ პროგრამისთვის 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 800 ლარია გათვალისწინებული. პროგრამაში 18 უსინათლოა ჩართული.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: უსინათლოთა პროგრამის მეცადინეობაზე, 2019 წლის დეკემბერი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის