

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციით, ივლისში სოციალური დახმარება გაეწია 379 ბენეფიციარს 48 723 ლარით. მათ შორის:
სამამულო ომის 27 ვეტერანს კომუნალური ხარჯების დასაფარავად – 675 ლარი (თითოეულს 25 ლარი);
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 35 უსინათლოს კომუნალური ხარჯების დასაფარავად – 700 ლარი (თითოეულს 20 ლარი);
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა (100 ათას სარეიტინგო ქულამდე) 78 ოჯახს ოჯახის გარდაცვლილი წევრის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად – 15 600 ლარი (თითოეულ ოჯახს 200 ლარი);
ახალშობილთა ოჯახებს – 1 800 ლარი (12 ახალშობილი);
ლეიკემიით და დიალეზით დაავადებულ 6 მოქალაქეს ტრანსპორტის ხარჯების დასაფარავად – 1 600 ლარი;
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტს ნინო სახვაძეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ათდღიანი დიალექტოლოგიური პრაქტიკის დასაფინანსებლად – 500 ლარი;
ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად დახმარება გაეწია 220 მოქალაქეს 27 848 ლარით.
აგვისტოში სოციალური დახმარება გაეწია 329 ბენეფიციარს 46 576 ლარით. მათ შორის:
სამამულო ომის 27 ვეტერანს კომუნალური ხარჯების დასაფარავად 675 ლარი (თითოეულს 25 ლარი);
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 35 უსინათლოს კომუნალური ხარჯების დასაფარავად 700 ლარი (თითოეულს 20 ლარი);
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა (100 ათას სარეიტინგო ქულამდე) 15 ოჯახს ოჯახის გარდაცვლილი წევრის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად – 3 000 ლარი (თითოეულ ოჯახს 200 ლარი);
ახალშობილთა ოჯახებს – 4 100 ლარი (21 ახალშობილი);
ლეიკემიით და დიალეზით დაავადებულ 6 მოქალაქეს ტრანსპორტის ხარჯების დასაფარავად – 1 200 ლარი;
2008 წლის 8 აგვისტოს ომში გარდაცვლილი ზაზა გლუნჩაძის ოჯახის ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარი;
ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის ელექტროენერგიის მრიცხველის შესაძენად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ – 400 ლარი;
ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად დახმარება გაეწია 223 მოქალაქეს – 36 001 ლარით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,