„ჩვენ შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გავრცელება, ახლა მართვის სტადიაში ვართ, ეს ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, – იქნება თუ არა მეორე ან მესამე ტალღა, ამაზე მეცნიერები მსჯელობენ.

მსოფლიოში ვირუსის აგრესიულობა თანდათან თითქოს მცირდება. შესაძლოა, ეს შემცირება ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდეს. ვფიქრობდით, რომ მზე ვირუსს მოკლავდა, ან სულ გაქრებოდა, როგორც გრიპის ვირუსი ქრება ზაფხულის განმავლობაში; მაგრამ ასე არ ყოფილა. მთავარია, გამოვლენილი ახალი შემთხვევები კონტროლირებადია და მართვას ემოჩილება“.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ჯამში, ჩვენს ქვეყანაში კოვიდინფექციის 893 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 739 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, ინფორმაციით, კოვიდცენტებში ამჟამად 140 პაციენტი მკურნალობს.

„ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველა მათგანი შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია, მათგან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.