

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სადგურ მოლითის მიმდებარე ტერიტორიაზე, საუღელტეხილო უბანზე, ლიანდაგის დროებით ღერძზე გადატანა მიმდინარეობს.
მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, დროებით მოწყობილი მიწის ვაკისის 750 გრძივ მეტრზე მეორე ლიანდაგი განთავსდება.
სამუშაოების შედეგად, სადგურის ფარგლებში არსებული ზედაპირის დაქანება 27%-დან 10/12%-მდე შემცირდება. ეს ცვლილება დადებითად აისახება როგორც მატარებლის უსაფრთხო გადაადგილებაზე, ისე საოპერაციო საქმიანობის შესრულებაზე.
სამშენებლო სამუშაოებს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალი აწარმოებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,