გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ ოცმა ადამიანმა დაამარცხა, ხოლო ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. სულ გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდასტურდა, კარანტინის რეჟიმშია 2710, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 ადამიანი რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის ახალ შემთხვევათა მატება ფიქსირდებოდა, ეს პანიკისა და შეშფოთების საფუძველი არ არის, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, – ეკონომიკის გააქტიურობის ფონზე შემთხვევათა მატება მოსალოდნელი იყო. თუმცა, ქვეყანაში ეპიუდსიტუაცია მართვადია. სიფრთხილის მაქსიმალური დაცვა აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ იმატებს ე.წ. მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში. ახალი დადასტურებული შემთხვევები კლინიკურად უფრო დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში გლობალურად პროგნოზირებენ, რომ შემოდგომაზე, აცივების პერიოდში, დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, შესაძლებელია, გრიპთან ერთად მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქციურება.

თუმცა, მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმას, რომ ვირუსის აგრესიულობა თანდათან იკლებს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.