საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 15 ივნისიდან ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანი COVID-19-ის შედეგად დაზარალებული პირებისათვის სწრაფი სამართლებრივი დახმარების გაწევაა.

პროექტის ფარგლებში, სამართლებრივ დახმარებას მიიღებენ ის პირები, რომელთაც პრობლემები პანდემიის გავრცელების შედეგად შეექმნათ. მათ შორის, ჯარიმებთან, საბანკო/საფინანსო, შრომით, საიჯარო საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე აღნიშნავს, ორგანიზაცია უკვე იცავს ერთ პიროვნებას ხარაგაულიდან, რომელიც პანდემიის პირობებში სამსახურიდან განთავისუფლდა. 

ზაალ გორგიძის თქმით, საინფორმაციო ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან ჯერ ვერ ხერხდება. ბენეფიციარებს პროექტში ჩართვა საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ. 

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარებისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ საიას ქუთაისის ფილიალს ტელეფონით შემდეგ ნომრებზე 0431 24 11 92; 0431 24 65 23.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის მისამართია – ქუთაისი, კოსტავას #11.

პროექტი „სწრაფი სამართლებრივი დახმარება COVID 19-ის დროს და შემდგომ პერიოდში“ 2021 წლის 15 აპრილამდე გაგრძელდება.