
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტი სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდანაა – ხუთი მათგანი ინპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევაა, 5 კი უკვე ცნობილი ადგილობრივი შემთხვევის კონტაქტი, ერთი მათგანი ე.წ. საბურთალოს კლასტერის შემთხვევაა, ხოლო ორი ინფიცირებული პაციენტის წყაროს დადგენა ჯერ კიდევ გრძელდება. საავადმყოფოებში დღეის მდგომარეობით 161 პაციენტი მკურნალობს.
„პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია, თუ ნაცნობი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას და არ ვიყენებთ სწორად პირადი დაცვის საშუალებებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიფრთხილის დაცვით ცხოვრება, ეპიდემიოლოგები კი თავიანთ საქმიანობას გააგრძელებენ. შეიძლება ინფცირების წყარო დარჩეს უცნობი, ეს კატასტროფა არ არის, ჩენ არ გვაქვს ბევრი ახალი შემთხვევა. საქართველოში ეპიდვითარება ზომიერი და კონტროლირებადია”, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 879 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 704 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის