
დღეში 10-15 ახალი შემთხვევა ბევრი არაა და ამ ოდენობით დაინფიცირებას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ადვილად მართავს. თუმცა, ეს არაპირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
„ამ შემსუბუქების ფონზე თუ ჩვენ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, მაშინ, შესაძლებელია, ჩვენ კვლავ გარკვეული რისკების წინაშე დავდგეთ.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, – ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ ჩვენ კოვიდი უკვე დავამარცხეთ.
არა, ბატონებო, პანდემია მთელს მსოფლიოში გრძელდება. საქართველო მსოფლიოს შემადგენელი ნაწილია. კოვიდინფექცია სად და როდის იჩენს თავს, განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში, არავინ იცის.
შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნა აუცილებელია და ჩვენ კარგად უნდა დავიცვათ ბალანსი, – ერთის მხრივ შემსუბუქების ნაბიჯებსა და პოლიტიკას და მეორეს მხრივ, – მზადყოფნას შორის.
მზადყოფნაში ვგულისხმობ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნეს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი, სადაც კოვიდის შესაძლო შემთხვევა შეიძლება იყოს.
გთხოვთ, დღეს ასეთად ჩათვალოთ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი, თქვენი ოჯახის ყველა წევრი, თქვენი ყველა ნაცნობი, ვისაც კი ექნება მომატებული ტემპერატურა – 37 გრადუსი და მეტი, ექნება ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სინდრომები.
ყველა ამ ტიპის სიმპტომებიანი ადამიანი ტელეფონით ოჯახის ექიმს ან 112-ს უნდა დაუკავშირდეს და მათი რეკომენდაციებით იმოქმედოს.
საჭიროა, ყველა ამ სიმპტომებიანი ადამიანის კოვიდზე ლაბორატორიულად, PSR ტექნოლოგიებით, გამოკვლევა.
ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ცხელების ნებისმიერ კლინიკას.
ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია ცირკულირებს და ჩვენ მასთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ.
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ და პირველივე სიმპტომების – ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება – უნდა დავრეკოთ 112-ზე ან ოჯახის ექიმთან ან მივიდეთ ცხელების კლინიკაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის