

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 13 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათგან ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხუთი – საკარანტინო სივრციდან, ხუთის ინფიცირების წყარო კი დაუდგენელია.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ათამდე გაიზარდა იმ ინფიცირებულთა რაოდენობა, ვისი დაავადების წყაროც დაუდგენელია.
მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 7,5 მილიონს მიაღწია. მათგან დაახლოებით 416 ათასი გარდაცვალა.
კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით, აშშ, ბრაზილია და რუსეთი პირველ სამეულია. ასევე არასახარბიელო სიტუაციაა ჩვენს სამეზობლოში, როგორც რუსეთში, – ასევე თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. განსაკუთრებული ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება რუსეთი და სომხეთი.
რაც შეეხება საქართველოს, 13 ივნისის მონაცემებით, 851 დადასტურებული შემთხვევაა იმ 70 ათასი შესაძლო შემთხვევიდან, რომელიც იანვრის შემდგომ გამოკვლევას ექვემდებარებოდა. მათგან 702 უკვე გამოჯანმრთელდა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში – 2795 პირი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,