
ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ-ოპერატორის, შორენა ყანჩაველის, ინფორმაციით, საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს საჯარო და სამოქალაქო რეესტრის მიმართულებით ყველა მომსახურების მიღება შეუძლიათ. ეს მომსახურებებია – ქორწინების რეგისტრაცია, პასპორტის, პირადობის მოწმობის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების აღება, მიწის რეგისტრაცია და ა.შ.
საზოგადოებრივ ცენტრში გადავიდა სანოტარო ბიურო, არქივი, აღსრულების ეროვნული ბიურო, პრობაციის ეროვნული სააგენტო.
ახლადგახსნილ ცენტრში ერთ-ერთი ოთახი განკუთვნილია მცირერიცხოვანი შეხვედრებისთვის, ბავშვებისთვის იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა და კომპიუტერების დარბაზი.
ცენტრში განთავსდა „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი და ჩასარიცხი აპარატი. პანდემიის გამო მობილური ქსელის „მაგთის“ ოფისების მუშაობა შეზღუდულია, ამიტომ „მაგთის“ წარმომადგენელი, ჯერჯერობით, საზოგადოებრივ ცენტრში არ არის.
ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივი ცენტრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედებს ღორეშაში, ხევსა და კიცხში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული
2025 წლის 23 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას აქვეყნებს,
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის
საქართველოს მასშტაბით 110 საექიმო ამბულატორიაში ტელემედიცინის