13 ივნისიდან, ყოველ შაბათ-კვირას „ტელესკოლა“ მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

განათლების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ხუთი კვირის განმავლობაში, „ტელესკოლაში“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) გავა.

გაკვეთილები სერიალის ფორმატის იქნება  და სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე ბრიტანული ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში დაეხმარება.

„ვიდეოგაკვეთილების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ გაკვეთილს ახლავს დამატებითი ონლაინსავარჯიშოები, პასუხებით და თითოეული ვიდეოს სცენარით. ამ რესურსების ნახვა მოსწავლეებს შეეძლებათ ბრიტანეთის საბჭოს ონლაინრესურსების გვერდზე შესაბამის განყოფილებაში : http://learnenglish.britishcouncil.org/general-english/word-street

აღნიშნული სერიებისთვის ვიდეომიმართვებს ექსპერტი რობ ლუისი ამზადებს, სადაც დამატებით განმარტებებსა და მითითებებს აძლევს პროგრამის მაყურებლებსა და მოსწავლეებს“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.

სამინისტოს ცნობით, აღნიშნული პროგრამა წარმატებით ხორციელდება ჰონკონგში, მონტენეგროში, სერბეთში, თურქეთში და ქართველ მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდის ეფექტურად გამოყენებასა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმარება.