
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა COVID-19-თან დაკავშირებული სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
რეკომენდაციის მიხედვით, სპექტაკლების, კონცერტების და სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს და უნდა ჩატარდეს ანტარქტის გარეშე.
შიდა სივრცეში ადმინისტრაციებმა 1 ადამიანის დაშვება 5 კვმ-ზე უნდა უზრუნველყონ და სივრცე ისე უნდა მონიშნონ, რომ ადამიანების კონცენტრაცია არ მოხდეს.
დახურულ სივრცეში სტუმრები მხოლოდ ნიღბებით დაიშვებიან.
ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისთვის უმჯობესია ელექტრონული სისტემის გამოყენება, ან ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, პლასტიკური ბარათით გადახდა.
ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში კი აუცილებელია მოლარეს ეკეთოს ხელთათმანები, ხოლო სალაროსთან განთავსებული უნდა იყოს 60-70%-იანი ხელის სადეზინფექციო საშუალებები.
სასცენო სივრცეში უმჯობესია მინიმალური დეკორაციებისა და რეკვიზიტების გამოყენება.
აკრძალულია სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.
თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ „ამიერიდან ვნახავთ, მაქსიმუმ 100 წუთის ხანგრძლივობის სპექტაკლებს (40 წუთი მაყურებლის შესვლა-გამოსვლას დასჭირდება). დროებით ვეთხოვებით საოპერო დადგმებს, დრამატულ თეატრში სპექტაკლებს მასიური სცენებით. ეს მოცემულობა გვაქვს და მოგვიწევს ადაპტირება“.
ფოტო: ხარაგაულის კინოთეატრი
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.